პარასკევი , მარტი 29 2024
geen

საარსებო მინიმუმი: 2018, მაისი

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც 2004 წლის შემდეგ შეიცვალა.

2018 წლის მაისის მდგომარეობით საარსებო მინიმუმის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

საარსებო მინიმუმი (ლარი თვეში) იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175.0 175.4 176.9 176.9 177.8
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 155.0 155.3 156.7 156.7 157.5
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 293.5 294.2 296.7 296.7 298.2
ოჯახის ტიპი
ერთსულიანი 155.0 155.3 156.7 156.7 157.5
ორსულიანი 248.0 248.5 250.6 250.7 251.9
სამსულიანი 278.9 279.6 282.0 282.0 283.4
ოთხსულიანი 309.9 310.7 313.3 313.3 314.9
ხუთსულიანი 348.7 349.5 352.5 352.5 354.3
ექვსსულიანი და მეტი 412.2 413.2 416.7 416.7 418.9

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება