World Economic Forum-ის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 138 ქვეყნის კონკურენტულ გარემოს, საზღვრავს ქვეყნების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ძირითად განმაპირობებელ და მამოძრავებელ ძალებს. ინდექსი დგება 3 ინდექსის (და 12 ინდიკატორის) ანალიზის საფუძველზე. ესენია:
- ძირითადი ფაქტორები: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება
- ეფექტიანობის გამაძლიერებელი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრეინინგები, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, შრომითი ბაზრის ეფექტიანობა, საფინანსო ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის მოცულობა
- ინოვაციები და განვითარების ფაქტორები: ბიზნესის განვითარება, ინოვაციები
World Economic Forum-ის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო 138 ქვეყნას შორის 59-ე ადგილზეა 4.32 ქულით (2015-2016 წლების შეფასებით საქართველოს 66-ე ადგილი ეკავა, 2005-2006 წლებისთვის კი – 86-ე). ყველაზე მაღალი შეფასება (4.5 ქულა) საქართველომ ”სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობაში” მიიღო, ყველაზე დაბალი (2.8 ქულა) – ”ინოვაციებში”.
რეიტინგში პირველ ადგილზეა შვეიცარია (5.81 ქულა), ხოლო ბოლო – 138-ე ადგილზე იემენი იმყოფება (2.74 ქულა).
ქართულ ენაზე რეიტინგის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”