კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

რეიტინგი: Fraser Institute – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2017 წლის რეპორტი)

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ინდექსი იზომება შემდეგი კომპონენტების ანალიზის საფუძველზე:

  • მთავრობის ზომა: მთავრობის დანახარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები
  • სამართლებრივი სტრუქტურა და ქონებრივი უფლებების დაცვა
  • მყარი ვალუტა
  • საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება
  • საკრედიტო ბაზრის, შრომის ბაზრის და ბიზნესის რეგულირება

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2017 წლის რეპორტი მოიცავს ქვეყნების შეფასებებს 2015 წლის მონაცემთა საფუძველზე. საქართველოს 159 ქვეყნიდან მე-8 ადგილი უკავია 8.01 ქულით. საქართველო 2016 წლის რეპორტის მიხედვით (რომელიც 2014 წლის მონაცემებს ეფუძნება) 7.98 ქულით მე-5 ადგილზე იყო, 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს მე-11 ადგილი ეკავა, 2010-ის მდგომარეობით კი – 28-ე). საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება (10.00 ქულა) მიიღო კომპონენტში ”ზღვრული საგადასახადო განაკვეთი”, ყველაზე დაბალი (4.74 ქულა) – კომპონენტში ”მიუკერძოებელი სასამართლო”.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ჰონგ-კონგი (8.97 ქულა), ხოლო ბოლო – 159-ე ადგილზე ვენესუელა იმყოფება (2.92 ქულა).

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება