შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

რეიტინგი: Doing Business

მსოფლიო ბანკის პროექტი Doing Business – ბიზნესის კეთება – თითოეულ ქვეყანას ანიჭებს სათანადო პოზიციას იმის მიხედვით, თუ ამ ქვეყანაში რამდენად ხელსაყრელია გარემო ბიზნესის წარმოებისთვის. 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყნის შეფასებაა წარმოდგენილი. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რეიტინგი, მით უფრო ხელსაყრელი გარემოა ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობისთვის. ბიზნესის კეთების ჯამური რეიტინგი მიიღება შემდეგი 10 კომპონენტის სიადვილისა თუ სირთულის ანალიზის შედეგად:

  • საწარმოს შექმნა
  • მშენებლობაზე ნებართვის მიღება
  • ელექტრომომარაგების სისტემაში ჩართვა
  • საკუთრების რეგისტრაცია
  • კრედიტის მიღება
  • მინორიტი აქციონერების დაცვა
  • საგადასახადო დაბეგვრა
  • საერთაშორისო ვაჭრობა
  • კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა
  • გადახდისუუნარობის გადაწყვეტა

Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგი შედგენილია 2016 წლის ივნისის მონაცემთა საფუძველზე. საქართველო რეიტინგში მე-16 ადგილზეა. ქვეყანას ყველაზე კარგი მაჩვენებელი (3 ქულა) საკუთრების რეგისტრაციის კომპონენტში აქვს, ყველაზე ცუდი (106 ქულა) – გადახდისუუნარობის გადაწყვეტის კომპონენტში.

2016 წლის რეიტინგში საქართველოს 23-ე პოზიცია ეკავა, 2006 წელს კი – 112-ე პოზიცია.

Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა, ბოლო – 190-ე ადგილს კი სომალი იკავებს.

რეიტინგში შეგიძლიათ იხილოთ 190-ვე ქვეყნის მონაცემები, ასევე თითოეული ქვეყნის კომპონენტების შეფასებები და შედარებები წინა წელთან.

ქართულ ენაზე რეიტინგის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება