შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ქალი და კაცი საქართველოში, 2018 წ.

სტატისტიკური პუბლიკაცია ”ქალი და კაცი საქართველოში”

გენდერული სტატისტიკა – ეს არის სტატისტიკა ქალისა და კაცის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა ქალების, კაცების, გოგონებისა და ვაჟების პრიორიტეტები და საჭიროებები იმგვარად იყოს გათვალისწინებული
პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესებში, რომ უზრუნველვყოთ ამ პოლიტიკის მიერ მოტანილი სიკეთეებისა და შედეგების თანასწორობა ყველასთვის.

გენდერული სტატისტიკის მიზანია უზრუნველყოს მიუკერძოებელი მონაცემები შედარებისა და შეფასების გზით, ქალისა და კაცის სტატუსის, გენდერული თანასწორობის რეალური ვითარების შესახებ. სქესის ნიშნით დიფერენცირებული სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით მონაცემთა შეგროვების სრულყოფა და გაფართოება მეტად მნიშვნელოვანია გენდერულ
თემატიკაზე მომუშავე პირებისთვის, საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

პუბლიკაცია მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ.

პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

Comments

Comments