ხუთშაბათი , ნოემბერი 21 2024
geen

პროექტი “დანერგე მომავალი”: 2015 – 2018

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2015 წლის მარტიდან ახორციელებს პროექტს “დანერგე მომავალი”.

  • 2015 წლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ინვესტირებულია ან ინვესტირების პროცესშია 53.7 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო გრანტის სიდიდე 29.4 მილიონი ლარია (55 %) – ერთმა ლარმა გრანტმა მოიზიდა 0.83 ლარი ინვესტიცია
  • სულ გაშენებულია ან გაშენების პროცესშია 5,569 ჰა ფართობის 898 ბაღი
  • მხოლოდ ამ ბაღებიდან სრული მოსავლიანობის მიღწევისას მიიღება 111 მილიონი ლარის ღირებულების 60 მილიონ კილოგრამზე მეტი მოსავალი
  • ერთჯერადი ერთი ლარი სახელმწიფო თანადაფინანსება ყოველწლიურად ქმნის 2.05 კგ. აგროპროდუქციას და ფერმერებს უჩენს ყოველწლიურად 3.80 ლარ შემოსავალს
  • გარდა ბაღებისა, სანერგე მეურნეობების კომპონენტში 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით შექმნილია წლიურად 100,000 ნერგის წარმადობის 2 სანერგე მეურნეობა

შედეგების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

***

სტატია შექმნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება