ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2018, II კვარტალი (წინასწარი)

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის II კვარტალში 389,2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 %-ით აღემატება.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას (მლნ. აშშ დოლარი) 2016-2018 წლებში, კვარტალურ ჭრილში:

II კვარტალის მონაცემებით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ: აზერბაიჯანი (20.7 %), ჩეხეთი (20 %), ნიდერლანდი (16.8 %), გაერთიანებული სამეფო (12.2 %), ამერიკის შეერთებული შტატები (7.3 %).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის II კვარტალში 64.2 % შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 108,8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.0 %-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 77,0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – საფინანსო სექტორი 64.1 მლნ. აშშ დოლარით.

იხილეთ სრულად.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება