სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2017 წლის 3 კვარტალი

ფინანსურ ინვესტიციებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უკავია. მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში არსებითად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იწვევს ქვეყანაში წარმოების მასშტაბისა და დასაქმების დონის ზრდას. ამის გარდა, ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემების საფუძველზე შეადგენს $ 1,346 მლნ.-ს, რაც 3 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან ევროკავშირის ქვეყნებზე $ 442 მლნ., ხოლო დსთ-ს ქვეყნებზე $ 413 მლნ. მოდის.

2017 წელს განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, ინვესტორი ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ქვეყანა

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

($ ათასი)

აზერბაიჯანი 378,240.9
თურქეთი 259,150.1
გაერთიანებული სამეფო 175,004.7
ნიდერლანდები 133,305.4
აშშ 52,653.7
არაბეთის გაერთიანებული ემირატები 51,623.9
პანამა 42,319.9
ჩინეთი 35,501.9
ჩეხეთი 33,804.1
მალტა 29,441.5

ყველაზე დიდი ინვესტიციები გაკეთებულია შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ($ 447 მლნ.), მშენებლობა ($ 241 მლნ.) და საფინანსო სექტორი ($ 156 მლნ.). იხილეთ სექტორების სრული ჩამონათვალი:

სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
($ ათასი)
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა 9,190.6
სამთომოპოვებითი მრეწველობა 39,274.3
დამამუშავებელი მრეწველობა 46,221.7
ენერგეტიკა 98,359.1
მშენებლობა 241,239.1
სასტუმროები და რესტორნები 75,533.1
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 447,804.4
მათ შორის:
ტრანსპორტი 415,192.9
კავშირგაბმულობა 32,611.6
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება -1,567.8
უძრავი ქონება 116,932.6
საფინანსო სექტორი 156,446.5
დანარჩენი სექტორები 117,048.4

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება