სკების რაოდენობა
საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ 2016 წლის ბოლოსთვის 205,300 ერთეული შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკა კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია (ამ სამ რეგიონში სკების სრული რაოდენობის ნახევარზე მეტი – 56.2 % მოდის).
რეგიონი | რაოდენობა (სკა) | % |
კახეთი | 45,400 | 22.1 |
იმერეთი | 41,900 | 20.4 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 28,200 | 13.7 |
ქვემო ქართლი | 20,200 | 9.8 |
სამცხე-ჯავახეთი | 17,900 | 8.7 |
აჭარა | 14,100 | 6.9 |
შიდა ქართლი | 10,200 | 5.0 |
დანარჩენი რეგიონები | 27,400 | 13.3 |
თაფლის წარმოება საქართველოში
საქართველოში 2016 წელს 2,100,000 კგ. თაფლი იყო წარმოებული.
რეგიონი | რაოდენობა (კგ.) | % |
კახეთი | 800,000 | 38.1 |
იმერეთი | 300,000 | 14.3 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 300,000 | 14.3 |
სამცხე-ჯავახეთი | 200,000 | 9.5 |
აჭარა | 100,000 | 4.8 |
ქვემო ქართლი | 100,000 | 4.8 |
შიდა ქართლი | 100,000 | 4.8 |
დანარჩენი რეგიონები | 200,000 | 9.5 |
კოოპერირება
მეფუტკრეობის დარგში წარმატებულად მუშაობენ კოოპერატივები – მათმა წილმა თაფლის წარმოებაში 2016 წელს 12.7 % (266.6 ტონა) შეადგინა.
რეგიონი | კოოპერატივების რაოდენობა | თაფლის წარმოება (ტონა) |
სამცხე-ჯავახეთი | 78 | 66.5 |
იმერეთი | 23 | 39.4 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 21 | 33.1 |
თბილისი | 5 | 31.0 |
კახეთი | 21 | 29.5 |
გურია | 7 | 16.6 |
ქვემო-ქართლი | 23 | 13.9 |
მცხეთა-მთიანეთი | 15 | 10.9 |
აჭარა | 34 | 9.4 |
რაჭა-ლეჩხუმი | 13 | 8.6 |
შიდა-ქართლი | 13 | 7.9 |
სულ | 253 | 266.6 |
თაფლის საშუალო ფასი
საქართველოში წარმოებული თაფლის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 13.14 ლარი/კგ. იყო.
თაფლის ექსპორტ-იმპორტი
2016 წელს საქართველოში იმპორტირებულია 27 ტონამდე თაფლი, რაც 7-ჯერ აღემატება ექსპორტის მაჩვენებელს, თუმცა, ექსპორტირებული თაფლის ფასი 1.9-ჯერ მეტია იმპორტირებულის ფასზე.
მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
მასა (კგ.) | 3,821 | 26,939 |
ღირებულება ($) | 21,247 | 80,302 |
1 კგ. საშუალო ფასი ($/კგ.) | 5.56 | 2.98 |
მსოფლიოში წლიურად 2 მილიონ ტონამდე თაფლი იწარმოება. თაფლის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია ევროკავშირი – 2015 წელს მან 268 ათასი ტონა თაფლი აწარმოა, ხოლო 500 მილიონ ევრომდე ღირებულების 197 ათას ტონაზე მეტი თაფლი იმპორტით მიიღო (ევროსტატის მონაცემები). 2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი დაშვებულია.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”