შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen
Marketing word cloud concept

მარკეტინგული მიქსი: 4C

მარკეტინგული მიქსი – 4C (Consumer, Cost, Convenience, Communication), ისევე როგორც 4P,  მარკეტინგული ინსტრუმენტების ნაკრებია, რომლებსაც კომპანია  ბაზარზე საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ 4C მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ხელმძღვანელობს, მაშინ როცა 4P მთლიანად ბიზნესის ინტერესებზეა დამყარებული. განვიხილოთ 4C-ის თითოეული კომპონენტი:

მომხმარებელი (Consumer)

აუცილებელია მომხმარებლის სურვილებისა,  საჭიროებების, მოთხოვნილებებისა და მოთხოვნების შესწავლა, რის საფუძველზეც ზუსტად გეცოდინებათ როგორ უნდა მიიპყროთ პოტენციური მყიდველის ყურადღება.

დანახარჯი (Cost)

ბიზნესის მართვისას უნდა გაითვალისწინოთ ის დანახარჯები, რომლებიც საჭიროა მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებად. თუ თქვენ ყიდით ჰამბურგერს, მხედველობაში უნდა მიიღოთ მისი წარმოების, რესტორნამდე მიტანის და საცალო გაყიდვის ხარჯები.

მოსახერხებლობა (Convenience)

გაყიდვის ადგილის შერჩევაზე სრული ყურადღების მიპყრობის ნაცვლად, უმჯობესია შეარჩიოთ გაყიდვის ისეთი გზა, რომელიც მოსახერხებელს გახდის ვაჭრობის პროცესს. გაარკვიეთ როგორ ურჩევნია პროდუქციის შეძენა  ბაზრის თითოეული სეგმენტს – ინტერნეტის, ბეჭდური კატალოგის, საკრედიტო ბარათის თუ ტელეფონის საშუალებით და შემდეგ იმოქმედეთ.

კომუნიკაცია (Communication)

კომუნიკაცია გულისხმობს მყიდველსა და გამყიდველს შორის ინფორმაციის გაცვლას. იმისათვის, რომ პროდუქტის ან მომსახურების სტიმულირება როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის ჩართულობის საფუძველზე მოხდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი, სატელეფონო და ინტერნეტ-კომუნიკაცია. როდესაც მომხმარებელთან კონტაქტის დამყარებას შეძლებთ, აუცილებლად მოუსმინეთ მათ და მიღებული ინფორმაცია ბრენდის განვითარებაზე მიმართეთ.

თითოეული ელემენტი გავლენას ახდენს ერთმანეთზე. მყიდველთან კომუნიკაციით მათ საჭიროებებს ეცნობით და  მათთვის სასურველ პროდუქტს ქმნით, რის შედეგადაც თქვენ უზრუნველყოფთ პროდუქტის სტიმულირებას კლიენტისთვის მოსახერხებელი ყიდვის ფორმით. ამისათვის ოპტიმალური იქნება 4C გამოიყენოთ 4P მარკეტინგულ მიქსთან ერთად.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება