ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში: 2018, I კვარტალი

2018 წლის პირველი კვარტალი გამოირჩეოდა შემდეგი წარმატებების ფონზე:

  • ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტ ღონისძიებაზე (გამოფენა, დეგუსტაცია, პრეზენტაცია, სემინარი და ა.შ). შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ჩინეთი/ჰონგ-კონგი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, პოლონეთი და სხვა.
  • დაფიქსირდა ღვინის  მზარდი ექსპორტი – სულ მსოფლიოს 43 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,7 მლნ ბოთლი ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26 % შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორვ ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი – 429 % (233,220), იაპონია – 230 % (53,160), დიდი ბრიტანეთი – 98 % (37,740), საფრანგეთი – 71 % (24,248), ყაზახეთი – 85 % (87,7494), ჩეხეთი – 68%(18,888), ლატვია – 61% (412,626), ნიდერლანდები – 46% (21,993), გერმანია – 38% (136,222), უკრაინა – 36%(1,771,928), პოლონეთი – 32% (740,922), ესტონეთი – 28% (120,246), რუსეთი – 28 (11,511,830), ისრაელი – 24% (52,722, აშშ – 3% (68,620), და სხვა.

იხილეთ სრული ანგარიში.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება