ხუთშაბათი , დეკემბერი 26 2024
geen

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის შედეგები: 2014 – 2018, აგვისტო

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს.

  • 2014 წლიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით 45 გადამამუშავებელ საწარმოში ინვესტირებულია ან ინვესტირების პროცესშია 70.4 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო გრანტის სიდიდე 22.9 მილიონი ლარია (32.6 %) – ერთმა ლარმა გრანტმა მოიზიდა 2.07 ლარი ინვესტიცია
  • 2018 წ. ნოემბრის მდგომარეობით ამუშავებულია 34 საწარმო. 45-ივე საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება 2020 წელს და დაასაქმებს 1,535 ადამიანს
  • ეს საწარმოები ყოველწლიურად 75 მილიონი ლარის ღირებულების ადგილობრივ ნედლეულს შეიძენენ და 100 მილიონ ლარამდე ღირებულების 16,000 ტონა პროდუქციას გაყიდიან
  • სხვადასხვა დაშვებით ქონების, მოგების და საშემოსავლო გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტი ბენეფიციარი საწარმოებისგან წლიურად 3.3 მლნ. ლარს მიიღებს. სახელმწიფო გრანტის სახით ერთჯერადად გაცემული 1 ლარი ყოველწლიურად 0.14 ლარი გადასახადის გენერირებას იწვევს.

შედეგების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

***

სტატია შექმნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება