შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების ხელშეწყობა თანადაფინანსების საშუალებით. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოებისთვის პროგრამის პირობები შემდეგია:

დაფინანსების მიზნობრიობა

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების ნაწილში შეიძლება დაფინანსდეს:

  • არსებული გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების მოდერნიზაცია
  • მანქანა-დანადგარების შეძენა
  • შემნახველი საწარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება
კულტურები

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ვრცელდება შემდეგ კულტურებზე:

  • ხურმა
  • ვაშლი
  • ატამი
  • ბოსტნეული
  • დაფნა
  • თაფლი
  • კენკროვანი კულტურები
  • თაფლოვანი კულტურები
  • კაკალი
  • ყვავილების კულტურები
თანადაფინანსების პირობები

თანადაფინანსების პირობები შემდეგია:

  • პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60 %-ს
  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში იურიდიული პირების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 100,000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში
მოთხოვნები ბენეფიციარისადმი

პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში
  • საკუთრებაში უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სსიპ “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში” რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი
  • არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების, შენახვის ან/და შეფუთვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
  • პირველად სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართული პირების მიერ შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, იურიდიულ პირს ან მის დამფუძნებლებს/მეპაიეებს უნდა გააჩნდეთ პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება

პროექტის დეტალური პირობები, შეზღუდვები, ვალდებულებები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ნიმუშები, გასავლელი ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება