დროის ეფექტური მართვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. თუ საკუთარ დროს კარგად ვერ განკარგავთ, ვერც სამსახურეობრივ და პირად მიზნებს მიაღწევთ. დროის მართვა მუდმივი წინააღმდეგობის წყარო იქნება თქვენთვის, სანამ დროის ფაქტორს სერიოზულად არ მიუდგებით. დრო ბალანსის ყველაზე დიდი წყაროა ცხოვრებაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ, რამდენი წლის ხართ, რა სქესსა თუ რელიგიას წარმოადგენთ, მდიდარი ხართ თუ ღარიბი, თქვენ დროის იგივე რაოდენობა გაქვთ, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანს. საქმე ეხება არა თქვენს განკარგულებეში არსებულ დროს, არამედ მისი მართვის ეფექტურობას.
დროის მართვაში წარმატების მისაღწევად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
შეადგინეთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი საქმეების სია საღამოობით
გაიხსენეთ თქვენი მიზნები და განსაზღვრეთ, თუ რა დაგეხმარებათ მათთან მისაახლოებლად. მიზნების მიღწევა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, ეს დროს მოითხოვს. აღნიშნული სიის გაკეთებით თქვენ განსაზღვრავთ ერთი დღის გეგმას, რომლის შესრულებაც გაცილებით ადვილია, ვიდრე გრძელვადიან მიზნებთან შეჭიდება.
როცა გადაღლას იგრძნობთ, ეძიეთ შთაბეჭდილებები
შეგიძლიათ დაიხმაროთ იუთუბი, ან TED საუბრები. ძნელია შეინარჩუნოთ კურსი დროსთან მიმართებით, თუ მამოძრავებელი ძალა დაკარგული გაქვთ. იპოვეთ გზები, რომ დაიბრუნოთ თავდაპირველი ცეცხლი შთამბეჭდავ ამბებზე ფოკუსირებით და წარმატებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღებით.
იპოვეთ მენტორი, რომელიც გიხელმძღვანელებთ
მენტორის პოვნა მნიშვნელოვანია. მის გარეშე უფრო ადვილია ყურადღების გაფანტვა და გზიდან გადახვევა.
გამორთეთ სოციალური მედიის აპლიკაციების შეტყობინებები
თქვენ არ გჭირდებათ აპლიკაციებისგან შეტყობინებების მიღება ყოველ წუთას ან ყოველივე იმის ცოდნა, თუ რა ხდება თქვენი მეგობრების ცხოვრებაში. მერწმუნეთ, ეს არაა ასეთი მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდი გონება და იმის უნარია, რომ მოახდინოთ მიმდინარე ამოცანაზე კონცენტრირება.
მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე
უწესრიგო და უსუფთაო გარემო ხელს უშლის ადამიანს ფოკუსირებაში, რაც თავისთავად დროის კარგვას იწვევს. ნუ შეეჭიდებით ამ საქმეს ერთბაშად. დაიწყეთ მცირედით, მაგალითად კარადით, მეორე დღეს კი თაროები დაალაგეთ. იყავით ორგანიზებული მებრძოლი.
იხილეთ სტატიის I და II ნაწილი.
***
სტატიის წყაროა: entrepreneur.com
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”