შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

დროის მართვა: ნაწილი II

დროის ეფექტური მართვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. თუ საკუთარ დროს კარგად ვერ განკარგავთ, ვერც სამსახურეობრივ და პირად მიზნებს მიაღწევთ. დროის მართვა მუდმივი წინააღმდეგობის წყარო იქნება თქვენთვის, სანამ დროის ფაქტორს სერიოზულად არ მიუდგებით. დრო ბალანსის ყველაზე დიდი წყაროა ცხოვრებაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ, რამდენი წლის ხართ, რა სქესსა თუ რელიგიას წარმოადგენთ, მდიდარი ხართ თუ ღარიბი, თქვენ დროის იგივე რაოდენობა გაქვთ, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანს. საქმე ეხება არა თქვენს განკარგულებეში არსებულ დროს, არამედ მისი მართვის ეფექტურობას.

დროის მართვაში წარმატების მისაღწევად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

დანერგეთ “საბაზისო” ჩვევები ცხოვრებაში

ჩარლზ დუიგმა საკუთარ წიგნში – “ჩვევის ძალა” აღწერა საბაზისო ჩვევები. არქიტექტურაში ქვაკუთხედი არის ქვა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვების და მთლიანად შენობის სიმყარეს. ამის მსგავსად, საბაზისო ჩვევები ეხმარება ადამიანს არა მარტო სხვა კარგი თვისებების შეძენაში, არამედ ცუდი თვისებებისგან თავის დაღწევაშიც. ყურადღება გაამახვილეთ საბაზისო ჩვევებზე და მათ სრულყოფასთან ერთად შეამჩნევთ საკუთარ პროგრესს დროის მართვაში.

გაწერეთ დრო, რაც ელექტრონულ მეილებზე საპასუხოდ გჭირდებათ

გამორთეთ მეილი დღის განმავლობაში. ბუნებრივია, ადვილად გეფანტებათ ყურადღება და გიძნელდებათ კონცენტრაციის მოკრება, როცა ხედავთ ახალ-ახალ შეტყობინებებს. გამოყავით კონკრეტული დრო, როცა შეძლებთ ელექტრონული შეტყობინებების წაკითხვას და პასუხის გაცემას. ნუ შეშინდებით, გადაუდებელი საქმის შემთხვევაში დაგირეკავენ ან ტექსტურ შეტყობინებას გამოგიგზავნიან.

დაივიწყეთ ცუდი ჩვევები

ყველაზე დიდი დროის მფლანგველები ჩვენივე ცუდი ჩვევებია. სატელევიზიო შოუები, სოციალური მედია, თამაშები ან მეგობრებთან ერთად დასალევად ხშირი სიარული – ყოველივე ეს გართმევთ ძვირფას დროს, რომლის გამოყენებაც უფრო ჭკვიანურად შეგეძლოთ დიდი მიზნების მისაღწევად.

ხშირად შეისვენეთ მუშაობის დროს

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ 52-წუთიანი მუშაობის შემდეგ ეფექტურია 17 წუთის განმავლობაში შესვენება. შესაძლოა სამსახურში ამის გაკეთების ფუფუნება არ გქონდეთ, მაგრამ მაინც ეცადეთ ხშირად შეისვენოთ. ეს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ბრძანდებით და საკუთარ თავზე გიწევთ მუშაობა. ამით შეინარჩუნებთ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას მათი ფუნქციონირების უმაღლეს დონეზე.

ყოველ დილით ივარჯიშეთ ან დაკავდით მედიტაციით

არ ჩათვალოთ, რომ ეს ჩვევა დაგეხმარებათ დროის უკეთ სამართავად, თუმცა ყოველ დილით მედიტაცია და ვარჯიში გაძლევთ ბალანსს. მოაშორეთ ტოქსინები თქვენს ცხოვრებას და სერიოზულად მოეკიდეთ ყოველდღიურობას. ამის შემდეგ თვალყური ადევნეთ როგორ შეიცვლება თქვენი ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა და გონებრივი ფოკუსი.

იხილეთ დროის მართვასთან დაკავშირებული სხვა რჩევები.

 

***

სტატიის წყაროა: entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება