ხუთშაბათი , ნოემბერი 14 2024
geen

ბაზრები

FITCH-ის რეიტინგი: 2018

რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების, ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით. საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება, მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში..

ვრცლად »

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, აგვისტო

ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 % შეადგინა, აპრილში ეკონომიკური ზრდა 6.5 % იყო, მაისში - 7.5 %, ხოლო ივნისში - 4.0 %. შედეგად, 2018 წლის II კვარტლის საშუალო ზრდამ 6.0 % შეადგინა. რაც შეეხება ივლისს, 4.6 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ძირითადი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგში. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5 % შეადგინა. 2018 წლისთვის, აქციზის..

ვრცლად »

მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში: 2018, II კვარტალი

2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.5 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4.8 %-ით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 % შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22.0 %), სხვა..

ვრცლად »

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა: 2016-2017

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, მოქმედი გადამმუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოება და მოდერნიზაცია, ფერმებსა და საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება ''სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის'' (AMMAR) ფარგლებში..

ვრცლად »

DCFTA საქართველოში: EU შიდა ბაზარი

ევროპის შიდა ბაზარი, ასევე ცნობილი როგორც „ერთიანი ბაზარი“, ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალებას. პრაქტიკულად, ის სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს და აძლევს მათი ყიდვის საშუალებას კონკურენტუნარიან ფასად, ამასთანავე, ხელს უწყობს მომხმარებელს იყოს დაცული საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ და/ან ინტერნეტით ვაჭრობისას. ასევე დიდი და პატარა კომპანიებისთვის ამარტივებს კონკურენციას და ამავდროულად ამარტივებს და აიაფებს..

ვრცლად »

საქართველოს გართობის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს გართობის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა ტურიზმის მიმოხილვა კაზინოები თამაშების რეგულაცია საქართველოში კვება და სასმელები ღამის კლუბები სტადიონები და არენები ფიტნესი და ცურვა თეატრები და საკონცერტო დარბაზები კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ...

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, ივლისი

2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10,7 პროცენტი)..

ვრცლად »

რეფორმეტრი: პროფესიული განათლების რეფორმა

პროექტს "რეფორმეტრი" ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. 2018 წლის 25 აპრილს, რეფორმეტრის მეორე ფაზა პროფესიული განათლების რეფორმის შესრულების შეფასებით გაგრძელდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის 2013-17 წლების სამოქმედო გეგმის 83,3 % შესრულებულია. აღნიშნული მაჩვენებელი I ფაზაში 80 %-ს შეადგენდა..

ვრცლად »

DCFTA საქართველოში: მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება

EU4Business, EIB (European Investment Bank) და EIF (European Investment Bank) პროკრედიტ ჰოლდინგის მეშვეობით ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას EU4Business ინიციატივის ფარგლებში. შეთანხმება, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა, ითვალისწინებს 100 მილიონი ევროს ინვესტიციას საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში. EU4Business ინიციატივის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა, რისთვისაც: თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიის გაცემა..

ვრცლად »

საქართველოს სასტუმროების ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს სასტუმროების ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი; ბიზნეს-გარემო; ეკონომიკური პერსპექტივა; ტურიზმის მიმოხილვა; თბილისის სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; ბათუმის სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; ქუთაისის სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; ზღვისპირა სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; სამთო სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; საკურორტო სასტუმროების ბაზრის..

ვრცლად »