კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

აწარმოე საქართველოში: კინოინდუსტრიის განვითარება

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი კომპონენტია კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამა “გადაიღე საქართველოში”, რომელიც  ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20 %-დან 25 %-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია პროგრამის ბენეფიციარი იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი
  • ანაზღაურების მექანიზმის ასამოქმედებლად პროექტები უნდა განხორციელდეს შემდეგი მიმართულებებით: მხატვრული ფილმი, სატელევიზიო ფილმი, ტელესერიალი ან მისი მინი-სერიალი (მათ შორის პილოტური), ანიმაცია, დოკუმენტური ფილმი, სარეკლამო ვიდეო პროდუქცია, რეალითი შოუ, მუსიკალური კლიპი.
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველს მოპოვებული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად პროექტის ღირებულების არანაკლებ 50%.
  • ხარჯები პირდაპირპროპორციულად უნდა უკავშირდებოდეს ფილმის გადაღების პროცესს.
  • 1,000,000 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხა იქნება ავტომატურად დამტკიცებული. იმ პროექტებისთვის კი, რომელთა ღირებულებაც აღემატება აღნიშნულ თანხას, აუცილებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან დასტურის მიღება.
  • საქართველოში ფილმის წარმოების დასრულება აუცილებელია პროგრამაში ჩართვიდან 24 თვის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

***

სტატიის წყაროა “აწარმოე საქართველოში“.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება