აგროწარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის სახელმწიფო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. ესენია:
- ”დანერგე მომავალი”
- აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
- ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი
- ”ახალგაზრდა მეწარმე”
- აგროდაზღვევა
- პროექტის ”აწარმოე საქართველოში” სოფლის მეურნეობის მიმართულება
პროგრამების პირობები შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ან მის ვებ-გვერდზე, უფასო საკონსულტაციო სერვისი შეგიძლიათ მიიღოთ სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.