სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

აგროდაზღვევის პროექტი: 2014-2017

პროექტის მიზანი

აგროდაზღვევის პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა.

პროექტის პირობები

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ რისკები სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლის და საშემოდგომო ყინვისაგან. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია დაეზღვეს არაუმეტეს 5 ჰა მიწის ნაკვეთი, გარდა მარცვლეული კულტურებისა, სადაც მიწის მაქსიმალური ფართობი 30 ჰა-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50,000 ლარია, ხოლო დასაზღვევი მიწის ნაკვეთის ფართობი შეუზღუდავია.

2017 წლის პირობების მიხედვით ფერმერს, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიძენს სადაზღვევო პოლისს, სახელმწიფოს მხრიდან უფინანსდება მისი ღირებულების 50 % ვაზის დაზღვევის შემთხვევაში და 70 % ყველა სხვა კულტურის დაზღვევის შემთხვევაში.

პროექტის შედეგები

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში 2014-2017 წლებში გაიცა 68,879 სადაზღვევო პოლისი, დაზღვეულ 59,857 ჰა-ზე სადაზღვევო ლიმიტმა 465,587,547 ლარი შეადგინა და სახელმწიფოს მიერ გადახდილ იქნა 29,384,426 ლარი სადაზღვევო პრემია სუბსიდირების სახით. 2014-2017 წლებში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალის ოდენობა შეადგენს 29,927,626 ლარს.

2017 წელს, საქართველოს მასშტაბით გაცემულია 21,394 პოლისი; დაზღვეულ იქნა 138,744,917 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა; სულ დაზღვეულია 20,718 ჰა მიწის ფართობი; ჯამში სახელმწიფოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 7,411,096 ლარი; 2017 წელს დამდგარი ზარალების ასანაზღაურებლად გაცემულია 9,515,357 ლარი.

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ აგროდაზღვევის პროექტის პირობები. უფასო ინფორმაცია და კონსულტაციები შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრიდან სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 და სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

***

სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება