შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ქართული რძის ფედერაციამ საინფორმაციო მასალები გაავრცელა

ქართული რძის ფედერაციამ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით მერძევეობის დარგისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საინფორმაციო მასალები გაავრცელა.

2020 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს საქართველოს კანონმდებლობით ძალაში შევიდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პირი, რომელიც ახორციელებს
რძის/რძის ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც – წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას ან/და რეალიზაციას – და ფლობს მსხვილფეხა საქონლის 5-ზე მეტ,
ხოლო წვრილფეხა საქონლის – 15-ზე მეტ სულს, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მიიღოს მისგან აღიარება, ასევე ვალდებულია დაარეგისტრიროს საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ხოლო პირი, რომელიც ეწევა იგივე საქმიანობას,  მაგრამ და მის მფლობელობაში არსებული მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს, წვრილფეხა საქონლის კი არ აღემატება 15 სულს, ვალდებულია დარეგისტრირდეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ოჯახური წარმოების სუბიექტად.

2020 წლის ივლისში ქართული რძის ფედერაციასა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ამ ორგანიზაცების შორის თანამშრომლობას ზოგადად სოფლის მეურნეობის და, კერძოდ, მერძევეობის სექტორში მოქმედი პირებისათვის აქტუალური ინფორმაციის გავრცელების მხრივ თანამშრომლობასაც. მემორანდუმის ფარგლებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით, დაინტერესებული პირები ქართული რძის ფედერაციის მიერ მომზადებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალებს მიიღებენ და რძის ინდუსტრიაში არსებულ ყველა სიახლეს გაეცნობიან.

ამ მემორანდუმის ფარგლებში ფედერაციამ შეიმუშავა და დაბეჭდა ფლაერები და პოსტერები ზემოთ აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით. ეს მასალები – 10,000 ფლაერი და 100 პოსტერი – მემორანდუმის ფარგლებში 2021 წლის აპრილში გადაეცა სოფლის განვითარების სააგენტოს, რომელმაც მისი რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო (ექსტენციის) ცენტრების საშუალებით დაიწყო მათი გავრცელება კახეთში (8 ექსტენციის ცენტრი), ქვემო ქართლში (6 ექსტენციის ცენტრი) და სამცხე-ჯავახეთში (6 ექსტენციის ცენტრი) როგორც ცენტრების ოფისებიდან, ისე მოსახლეობის მიზნობრივ სეგმენტებთან უშუალო შეხვედრების პროცესში.

შემდეგი ლინკებიდან შესაძლებელია ფლაერების და პოსტერების ჩამოტვირთვა.

 

 

2020 წლის 17 ივლისს

Comments

Comments