შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში: 2018, II კვარტალი

2018 წლის მეორე კვარტალი გამოირჩეოდა შემდეგი წარმატებების ფონზე:

  • ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტ ღონისძიებაზე (გამოფენა, დეგუსტაცია, პრეზენტაცია, სემინარი და ა.შ). შემდეგ ქვეყნებში: აშშ, ჩინეთი/ჰონგ-კონგი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია, გერმანია, იაპონია, პოლონეთი და სხვა.
  • დაფიქსირდა ღვინის მზარდი ექსპორტი – სულ მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო.
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაიწყო ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21 %-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 % შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია – 200 % (130, 638 ბოთლი), ჩეხეთი – 134 % (30,456), ყირგიზეთი 81 % (140,370), სამხრეთ კორეა – 78 % (31,650), ნიდერლანდები – 68 % (38,799), დიდი ბრიტანეთი – 67 % (46,782), გერმანია – 43 % (286,054), უკრაინა – 41 % (4,191,217), ყაზახეთი – 42 % (1,652,292), ლატვია – 32 % (905,982), პოლონეთი – 30 % (1,573,328), რუსეთი – 24 % (24,022,113), ესტონეთი – 22 % (294,900), ლიეტუვა – 9 % (188,052), აშშ – 7 % (188,762) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (24,022,113), უკრაინა (4,191,217), ჩინეთი (2,975,804), ყაზახეთი (1,652,292) და პოლონეთი (1,573,328).

იხილეთ სრული ანგარიში.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება