კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ეკონომიკური მიმოხილვა: 2018, აგვისტო

ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ზრდამ 5.3 % შეადგინა, აპრილში ეკონომიკური ზრდა 6.5 % იყო, მაისში – 7.5 %, ხოლო ივნისში – 4.0 %. შედეგად, 2018 წლის II კვარტლის საშუალო ზრდამ 6.0 % შეადგინა. რაც შეეხება ივლისს, 4.6 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ძირითადი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგში. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.5 % შეადგინა.

2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თუმცა შემდეგ თვეებში ზრდის ტემპი უფრო ნაკლები იყო (თებერვალში – 2.7 %, მარტში – 2.8 %, აპრილში და მაისში – 2.5 %, ივნისში – 2.2 %), ივლისში – 2.8 %, აგვისტოს თვეში კი ინფლაციის დონემ 3.1 %.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.6 %-ით გაიზარდა. პროდუქციის გამოშვება 16.0 %-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 5.3 %-ით გაიზარდა, რაც 32,063 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 637,047 ადამიანი შეადგინა.

იხილეთ სრულად.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება