კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

DCFTA საქართველოში: მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება

EU4Business, EIB (European Investment Bank) და EIF (European Investment Bank) პროკრედიტ ჰოლდინგის მეშვეობით ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას EU4Business ინიციატივის ფარგლებში. შეთანხმება, რომელსაც ხელი უკვე მოეწერა, ითვალისწინებს 100 მილიონი ევროს ინვესტიციას საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში.

EU4Business ინიციატივის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა, რისთვისაც:

  • თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიის გაცემა;
  • ხელსაყრელი პირობები მეწარმეებისათვის, გირაოზე შემცირებული მოთხოვნა.

EU4Business ინიციატივა მხარს დაუჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიებს, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 249 თანამშრომელს და მოთხოვნილი დაფინანსების ოდენობა მერყეობს 25,000 ევროდან 1,390,000 ევრომდე (შესაბამისი გაცვლითი კურსით აშშ დოლარსა და ლარში).

EIB ჯგუფი ევროკავშირთან შეთანხმებით იმ ქვეყნებში მოქმედებს, რომლებმაც ასოცირების (DCFTA) შეთანხმება გააფორმეს. EU4Business ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებითა და ადგილობრივი ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით.

მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სს პროკრედიტ ბანკს. (ტელ.: +995 322 202 222; ელ. ფოსტა: info@procreditbank.ge)

***

სტატიის წყაროა dcfta.gov.ge

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება