კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ABC-ანალიზი

ბიზნესის მაღალშედეგიანად მართვა ამოცანების დროში სწორ გადანაწილებას მოითხოვს. ამისთვის ერთ-ერთი ეფექტური და მარტივი მეთოდია ABC-ანალიზი. მისი მიზანია ამოცანების დაჯგუფება მათი პრიორიტეტების – მნიშვნელოვნების და საჩქაროობის მიხედვით. ამ ტექნიკის გამოყენების პროცედურა შემდეგია:

  • შეადგინეთ დღის (კვირის) ამოცანების სია
  • ყველაზე პრიორიტეტული ამოცანები შეიტანეთ A ჯგუფში, მნიშვნელოვანი – B ჯგუფში, ხოლო ნაკლებადმნიშვნელოვანი – C ჯგუფში.
  • თითოეულ ჯგუფში ამოცანები დაალაგეთ მნიშვნელოვნებისა და საჩქაროობის მიხედვით (A1, A2 …).
  • თუ თქვენ არ ხართ მენეჯერი, მაშინ დაიწყეთ A ჯგუფის ამოცანების შესრულება და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გადადით B კატეგორიის ამოცანებზე, C ჯგუფში მოხვედრილი ამოცანების შესრულება კი ბოლოსთვის მოიტოვეთ. თუ მენეჯერი ხართ, მაშინ დაიწყეთ და დაასრულეთ A ჯგუფის ამოცანები, C ჯგუფში მოხვედრილი ამოცანების შესრულება აუცილებლად გადააბარეთ ქვედა რგოლს, B კატეგორიის ამოცანებიდან რომელიც მოითხოვს თქვენს აუცილებელ ჩართულობას, თქვენ შეასრულეთ, დანარჩენები კი გადააბარეთ ქვედა რგოლს.

თქვენ დაინახავთ, რომ ყველაზე პრიორიტეტული ამოცანების (A) რაოდენობის წილი შესასრულებელ საქმეებში ყველაზე ნაკლებია, ხოლო მათ შესრულებას ყველაზე მეტი შედეგი მოაქვს თქვენი ბიზნესისთვის. გამოიყენეთ ეს მეთოდი პრაქტიკაში, დაკონცენტრირდით მთავარზე და არა ადვილად შესასრულებელ ამოცანებზე და მალე დაინახავთ, თუ რა თვალსაჩინოდ იზრდება თქვენი საქმიანობის შედეგიანობა.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება