პროკრასტინაცია არის ქცევის ტიპი, რომელიც ხასიათდება მოქმედებების ან დავალებების გადადებით სხვა დროისთვის. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში პოპულარული ბლოგერი ტიმ ურბანი იუმორისტულ სტილში საუბრობს პროკრასტინატორი ადამიანის ტვინში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით არსებობს ორი სახის პროკრასტინაცია – როცა საქმის გადადება ხდება ვადის ამოწურვამდე და როცა ვადა საერთოდ არ არსებობს. პირველ შემთხვევაში ადამიანები სამუშაოს ბოლო რამდენიმე დღისთვის მოიტოვებენ. ამ დროს “პანიკის მონსტრის” რაციონალური აზროვნების დახმარებით ისინი ცდილობენ თავი დააღწიონ “მომენტალური სიამოვნების მაიმუნს”, რომელიც მზადაა გართობისთვის ყველაფერზე წავიდეს. მეორე ტიპის პროკრასტინაცია გაცილებით საშიშია. ვადების არარსებობის გამო ადამიანის აზროვნებაში არ ერთვება “პანიკის მონსტრი” და გრძელვადიან პერიოდში შედეგად ვიღებთ დეპრესიასა და სინანულს განუხორციელებელი მიზნების გამო.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ რუსული ტიტრებით.
***
სტატიის წყარო TED.com
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”