შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ლარისა და უცხოური ვალუტის სესხის შედარების კალკულატორი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია ლარისა და უცხოური ვალუტის სესხის შედარების კალკულატორი. ლარში თუ სხვა ვალუტაში სჯობს სესხის აღება? და რა რისკები შეიძლება აქ იყოს გათვალისწინებული, რათა სესხის ამღების ფინანსური ინტერესები არ შეილახოს? სავალუტო რისკის ფასი არის ის ხარჯი რომელსაც მომხმარებელი გაწევდა სავალუტო რისკის დაზღვევისთვის. სავალუტო რისკი წარმოიქმნება უცხოური ვალუტის კურსის ცვლებადობით. თუ მაგალითად დოლარი გამყარდა მაშინ მეტი ლარის გადახდა მოგიწევთ, თუ გაუფასურდა მაშინ პირიქით ნაკლები. სავალუტო რისკი ზოგჯერ შემოსავლის, ზოგჯერ კი ზარალის გამომწვევია. თუ სესხი გაქვთ ცვლადი საპროცენტო განაკვეთით, სესხის აღებისას, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ საპროცენტო რისკიც. ლარის მცურავ-განაკვეთიანი სესხები, როგორც წესი საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ასევე, გასათვალისწინებელია დოლარის ლიბორის განაკვეთი.

გათვლები აჩვენებს იმ პოტენციურ შედეგებს, რისი გადახდაც შესაძლოა მოგიწიოთ სესხის მომსახურების განმავლობაში, თუ რისკების რეალიზება მოხდა არსებული მოლოდინების შესაბამისად.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება