კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი V

აქ მოცემულია 2 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბიზნესის დაწყებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი და სხვა ინფორმაცია.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდი matsne.gov.ge

აქ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი napr.gov.ge

აქ იხილავთ ახალი საწარმოს რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინფორმაციას (პროცედურები, დოკუმენტები). აქვე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი საწარმოს  ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. საიტზე განთავსებულია ბიზნესის რეესტრი, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო რეგისტრირებული სუბიქტი. ვებ-გვერდზე განთავსებულია უძრავი ქონების რეესტრი, სადაც შესაძლებელია მიწის ამონაწერის და სხვა მონაცემების მოძიება.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება