კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი II

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბიზნესის დაგეგმვისთვის, დაფინანსების მიღებისთვის, ბაზრების შესწავლისთვის აუცილებელი ინფორმაცია.

სააგენტოს ‘’აწარმოე საქართველოში’’ ვებ-გვერდი enterprisegeorgia.gov.ge

სააგენტო ახორციელებს სამეწარმეო გარემოსა და ცალკეულ საწარმოთა განვითარებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო პროექტებს. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია მრეწველობის განვითარების, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ექსპორტის ხელშეწყობის პროექტების შესახებ.

სტარტაპ-საქართველოს ვებ-გვერდი startup.gov.ge

პროექტის ‘’სტარტაპ-საქართველო’’ მიზანია დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებისთვის ხელშეწყობა. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მიმდინარე სახელმწიფო პროექტების (‘’ინოვაციური კომპონენტი’’ და ‘’მაღალტექნოლოგიური კომპონენტი’’) პირობები და დარეგისტრირდეთ ამ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის ‘’თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან’’ ვებ-გვერდი dcfta.gov.ge

აქ იხილავთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პირობებს, ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შეტანის პირობებს, ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტისას კონკრეტულ სასაქონლო პოზიციაზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სპეციფიური მოთხოვნებს და გადასახადების შესახებ ინფორმაციას.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება