საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი იწყებს სტაჟიორების მიღებას პროექტისთვის ‘’business.org.ge | პორტალი მეწარმეებისთვის’’.
სტაჟიორებს მოუწევთ შემდეგი საქმის კეთება:
- შერჩეულ სავაჭრო ობიექტებში ვიზიტები და მიზნობრივი პროდუქტების აღრიცხვა (დასახელება, ფასი, განლაგება…)
- გამოკითხვების ჩატარება
- ინტერნეტ-სივრცეში პროექტისთვის საინტერესო მონაცემების/სტატიების მოძიება
- მიზნობრივი პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის მონაცემების დამუშავება
სტაჟიორი უნდა იყოს პუნქტუალური, დაკვირვებული, უნდა შეეძლოს აზრის ნათლად, კონკრეტულად გადმოცემა. ექსპორტ-იმპორტის და სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე მუშაობის მსურველ სტაჟიორს / პრაქტიკანტს უნდა ჰქონდეს Excel-ში მუშაობის პირველადი უნარ-ჩვევები.
სამუშაო ტერიტორია – თბილისი. სამუშაო ენა – ქართული. სამუშაო საათები თითოეული სტაჟიორისთვის / პრაქტიკანტისთვის შერჩეული იქნება ინდივიდუალურად.
ვიზიტი შეუთანხმეთ პროექტის მენეჯერს ტელეფონის ნომერზე 5 55 51 03 03. ვიზიტის დროს თან იქონიეთ ფურცელზე ამობეჭდილი CV.
ოფისის მისამართი: თბილისი, შარტავას ქუჩა # 34, ბინა # 1.