კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო რძის სექტორისთვის

სურსათის უვნებლობა კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სასურსათო პროდუქტი მისი მიზნობრივად მომზადების ან/და მოხმარების შემთხვევაში ზიანს არ მიაყენებს მომხმარებელს. ‘’უვნებელი სურსათი’’ ნიშნავს, რომ მასში პოტენციურად არსებული საფრთხეები იმ მეცნიერულად დასაბუთებულ ზღვრულ ოდენობებშია, რაც უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა თუ მის სიცოცხლეზე. სურსათის ხარისხი კი უკვე უვნებელი სურსათის იმ დამატებითი მახასიათებლების ერთობლიობაა, რაც საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული. სურსათის ხარისხობრივ პარამეტრებში პროდუქტის ისეთი მახასიათებლები იგულისხმება, როგორებიცაა, მაგალითად, გემო, სუნი, კონსისტენცია, შეფუთვის წონა, დიზაინი, სხვ.

იხილეთ პრაქტიკული სახელმძღვანელო ”სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო რძის სექტორისთვის”, რომელიც მომზადებულია პროგრამა ”საბაზრო ალიანსი სიღარიბის წინააღმდეგ (Market Alliances Against Poverty) ფარგლებში და განახორციელა Mercy Corps Georgia-მ შვეიცარიის განვითარებისა და  თანამშრომლობის სააგენტოს (Swiss Agency for Development and Cooperation – SDC) მხარდაჭერით.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება