კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი: 2017 (წინასწარი მონაცემები)

წინასწარი მონაცემებით 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც  11,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 %-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 %-ით განისაზღვრა.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მიმდინარე ფასებში, მლნ. ლარი)
ეკონომიკური საქმიანობის სახეები 2016 2017 რეალური ზრდა (%)
სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა 2 629,5 2 671,6 -2,7
სამთომოპოვებითი მრეწველობა 333,3 367,0 7,1
დამამუშავებელი მრეწველობა 2 832,2 3 338,6 5,0
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 932,5 968,0 1,8
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ 701,2 679,8 -2,7
მშენებლობა 2 499,9 3 039,2 11,2
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 4 979,7 5 735,4 6,6
სასტუმროები და რესტორნები 822,1 965,8 11,2
ტრანსპორტი 2 191,0 2 545,9 7,2
კავშირგაბმულობა 699,8 762,3 4,2
საფინანსო საქმიამობა 1 164,2 1 340,8 9,2
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 1 969,6 2 239,1 6,3
საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა 926,9 974,2 3,2
სახელმწიფო მმართველობა 2 660,9 2 768,6 3,4
განათლება 1 428,0 1 544,8 3,6
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 1 798,8 1 944,4 2,8
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა 1 244,5 1 265,3 3,1
შინამოსამსახურის საქმიანობა და შინამეურნეობების საქმიანობა დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან საკუთარი მოხმარებისათვის 31,4 32,1 -1,8
ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება -521,6 -596,1 6,7
მშპ საბაზისო ფასებში, მლნ. ლარი 29,323,9 32,587,1 4,9
(+) გადასახადები პროდუქციაზე 4 873,2 5 645,1 5,6
(-) სუბსიდიები პროდუქციაზე 168,6 190,0 4,8
მშპ საბაზისო ფასებში, მლნ. ლარი 34,028,5 38,042,2 5,0

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 %) და მრეწველობა (16,4 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,4 %), მშენებლობა (9,3 %), სახელმწიფო მმართველობა (8,5 %), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 %), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 %).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 %), სასტუმროები და რესტორნები (11,2 %), საფინანსო საქმიანობა (9,2 %), ტრანსპორტი (7,2 %), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 %), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 %), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 %), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 %).

კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობისა (-2,7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2,7%) სექტორებში.

ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა მოცემულია ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება