საქართველოში რეგისტრირებულია 686,552 სუბიექტი, რომელთაგანაც აქტიურია 177,452 ერთეული. ყველაზე მეტი რაოდენობა ინდივიდუალურ მეწარმეზე მოდის, ყველაზე ნაკლები კი საჯარო სამართლის სუბიექტებზე.
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობები შემდეგია:
| ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა | სუბიექტთა რაოდენობა | აქტიური | % |
| სულ | 686,552 | 177,452 | 100 |
| ინდივიდუალური მეწარმე | 419,285 | 97,151 | 61.1 |
| კომერციული იურიდიული პირები | 231,732 | 72,995 | 33.7 |
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) | 221,242 | 71,528 | 32.2 |
| კოოპერატივი | 5,098 | 303 | 0.7 |
| სააქციო საზოგადოება | 2,452 | 872 | 0.4 |
| სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) | 2,755 | 266 | 0.4 |
| კომანდიტური საზოგადოება | 185 | 26 | – |
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები | 25,763 | 3,583 | 3.8 |
| საჯარო სამართლის სუბიექტები | 5,813 | 2,667 | 0.8 |
| სხვა | 3,959 | 1,056 | 0.6 |
შენიშვნა: ეკონომიკური ერთეული აქტიურად ითვლება, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც: ბრუნვა მეტია ნულზე; დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე; ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა მეტია ნულზე, აქვს მოგება ან ზარალი; გადაიხადა ნებისმიერი გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის