კვირა , ნოემბერი 24 2024
geen

ტურიზმი საქართველოში: 2018, იანვარი

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი  აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩნენ ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28%, და ლიტვა +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი +131%, საუდის არაბეთი +127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48% და თურქეთი +20%.

TOP 10 ქვეყანა

ტურისტების რაოდენობით პირველი 10 ქვეყანა შემდეგია:

ქვეყანა 2017: იანვარი 2018: იანვარი ცვლილება (%)
1 აზერბაიჯანი 115,527 116,503 1%
2 თურქეთი 79,042 94,959 20%
3 სომხეთი 77,528 93,711 21%
4 რუსეთი 62,075 71,141 15%
5 ირანი 8,091 15,570 92%
6 უკრაინა 10,232 10,497 3%
7 ინდოეთი 2,565 3,792 48%
8 ისრაელი 1,703 3,006 77%
9 ყაზახეთი 2,271 2,447 8%
10 ფილიპინები 1,997 2,379 19%
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით

კონგო, გაბონი, მალი, გვინეა-ბისეუ, ნიგერი, სეიშელის კუნძულები, ლაოსი, კამბოჯა – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოს თითო-თითო ადამიანი ეწვია.

ვიზიტის ტიპები

ტურისტების 42 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.

ვიზიტის ტიპი 2017 იანვარი 2018 იანვარი ცვლილება %
 24 საათი და მეტი (ტურისტი) 154,083 189,476 23.0%
ტრანზიტი 65,333 83,967 28.5%
ერთდღიანი ვიზიტი 167,654 170,798 1.9%
საზღვრის ტიპები

ტურისტთა 79 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.5 %-მა ისარგებლა.საზღვრის ტიპები

ტიპი 2017 იანვარი 2018 იანვარი ცვლილება %
სახმელეთო 316,612 352,765 11.40%
საჰაერო 65,135 84,723 30.10%
სარკინიგზო 3,046 3,809 25.00%
საზღვაო 2,277 2,944 29.30%
სასაზღვრო პუნქტები

სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია:

საზღვარი 2017 იანვარი 2018 იანვარი
სარფი 74,534 89,655
წითელი ხიდი 89,546 86,108
აეროპორტი თბილისი 57,965 77,889
სადახლო 58,622 75,917
ყაზბეგი 47,454 48,302
ცოდნა 13,869 14,957
ნინოწმინდა 12,636 13,775
ვალე 5,741 8,985
ვახტანგისი 5,582 5,402
კარწახი 3,987 5,195
გუგუთი 4,578 4,427
აეროპორტი ქუთაისი 5,953 3,958
რკინიგზა გარდაბანი 2,110 3,000
აეროპორტი ბათუმი 1,217 2,876
პორტი ფოთი 1,314 1,512
პორტი ბათუმი 942 1,286
რკინიგზა სადახლო 936 809
პორტი ყულევი 21 146
სამთაწყარო 50 25
ახკერპი 13 17

იხილეთ ვრცლად ბმულზე.

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება