კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სამეწარმეო განათლება პროფესიული განათლების სისტემაში

ეს პროექტი, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტოსა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა, მიზნად ისახავს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების გაძლიერებას. ამ მიზნით, პროექტი განიხილავს მეწარმეობის სწავლების საუკეთესო ევროპულ მაგალითებს და აანალიზებს ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში მეწამეობის განათლების სწავლებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ამ ანალიზზე დაყრდნობით, პროექტი პროფესიული განათლების დაწესებულებებს სთავაზობს სამეწარმეო განათლების გაუმჯობესების, ნიჭიერი და დაინტერესებული მომავალი მეწარმეების გამოვლენისა და მათთვის შეძენილი უნარ- ჩვევებისა და ცოდნის გამოცდისთვის საჭირო გარემოს შექმნის გზებს.

დღემდე ბევრი ქართველისთვის პროფესიული განათლება არ არის მიმზიდველი ალტერნატივა. მაგალითად, EUVEGE-ის (2016 წ.) თანახმად, 20-24 წლის იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც პროფესიული განათლების დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობას წარმოადგენს, მხოლოდ 1.19%-ია. ქართულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო განათლების მხარდაჭერამ შეიძლება გააძლიეროს სტუდენტთა ცნობიერება მეწარმეობის, როგორც შესაძლო კარიერული ალტერნატივის შესახებ და, დიდი ალბათობით, გაზარდოს პროფესიული განათლების დაწესებულებების, როგორც უმაღლესი განათლების ალტერნატივის, მიმზიდველობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. მეტიც, სამეწარმეო განათლებისადმი სისტემურმა მიდგომამ შეიძლება გაზარდოს პროფესიული განათლების დაწესებულებების კურსადმთავრებულთა თვითდასაქმების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში მეწარმეობის კულტურის განვითარებას. იხილეთ ვრცლად…

***

სტატია შექმნილია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება