კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

საგარეო ვაჭრობა: 2017 წლის იანვარი-სექტემბერი

სავაჭრო ბრუნვა

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე ) $ 7 მილიარდ 567.5 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.1 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი $ 1 მილიარდ 940.3 მილიონს შეადგენს (28.3 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი $ 5 მილიარდ 627.2 მილიონია (7.4 %-ით მეტი).საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში $ 3 მილიარდ 686.9 მილიონი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე $ 1 მილიარდ 515.3 მილიონი იყო, რაც 26.7 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეული

2017 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 % შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი ($ 1 მილიარდ 117.7 მილიონი), რუსეთი ($ 806.3 მილიონი) და ჩინეთი ($ 640.6 მილიონი).

სასაქონლო ჯგუფების პირველი სამეული
2017 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა ($ 309.7 მილიონი, მთელი ექსპორტის 16.0 პროცენტი), მეორე ადგილზე ფეროშენადნობების ექსპორტია ($ 237.2 მილიონი, მთლიანი ექსპორტის 12.2 %), მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა ($ 149.4 მილიონი, 7.7 %).
2017 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობაზე დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციაში.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება