შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ბიზნესის მარცხის მიზეზები: აშშ-ის მაგალითი

Statistic Brain Research Institute-ის კვლევის თანახმად, აშშ-ში დამწყები ბიზნესის 25 % საქმიანობას 1 წლის განმავლობაში წყვეტს, 10 წლის შემდეგ კი ბაზრიდან ბიზნესის 71 %-ია გასული. ბიზნესის მარცხის მთავარი მიზეზებია არაკომპეტენტურობა, დაუბალანსებელი ან არასაკმარისი მენეჯერული გამოცდილება, გამოცდილების ნაკლებობა საქონლისა და მომსახურების მართვაში. ბიზნესის მარცხზე ნაკლები სიხშირით ახდენს გავლენას უყურადღებობა, თაღლითობა და უბედური შემთხვევები.

ბაზრიდან გასული ბიზნესები წლების მიხედვით
წლები ბაზრიდან გასული ბიზნესების წილი (%)
წელი 1 25
წელი 2 36
წელი 3 44
წელი 4 50
წელი 5 55
წელი 6 60
წელი 7 63
წელი 8 66
წელი 9 69
წელი 10 71
ბაზარზე დარჩენილი ბიზნესები დარგების მიხედვით
ინდუსტრია ბაზარზე დარჩენილთა წილი 4 წლის შემდეგ (%)
დაზღვევა და უძრავი ქონება 58
განათლება და ჯანდაცვა 56
სოფლის მეურნეობა 56
მომსახურება 55
საბითუმო ვაჭრობა 54
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება 51
მრეწველობა 49
მშენებლობა 47
საცალო ვაჭრობა 47
ტრანსპორტირება, კომუნიკაცია და კომუნალური ბიზნესი 45
ინფორმაცია 37
ბიზნესები წარმატების საუკეთესო მაჩვენებლებით ბიზნესის დაწყებიდან მე-5 წელს

წარმატების მაღალი რეიტინგი აქვთ შემდეგ დარგებში მომუშავე ორგანიზაციებს:

  • რელიგიური ორგანიზაციები
  • ბინების მშენებლობის ოპერატორები
  • ბოსტნეულის და მარცვლეულის მწარმოებლები
  • სამედიცინო კლინიკები და ოფისები
  • დღის განმავლობაში ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებული მომსახურებები
ყველაზე წარუმატებელი ბიზნესები დაწყებიდან მე-5 წელს

ყველაზე ცუდი რეიტინგი შემდეგ დარგებში მომუშავე ორგანიზაციებს აქვთ:

  • სანტექნიკა, გათბობა, კონდიცირება
  • ერთოჯახიანი სახლების მშენებლობა
  • სასურსათო მაღაზიები
  • კვების ადგილები
  • უსაფრთხოებაზე მომუშავე ბროკერები და დილერები
  • ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვები
ბიზნესების მარცხის ყველაზე ხშირი მიზეზები შემდეგია
მთავარი გამომწვევი ძირითადი ფაქტორი % კონკრეტული უარყოფითი ფაქტორები
არაკომპეტენტურობა 46 არარაციონალური ფასწარმოქმნა
არასაჭირო ხარჯების გაწევა
გადასახადების გადაუხდელობა
ფასწარმოქმნის არცოდნა
დაუგეგმაობა
ფინანსირების არცოდნა
გამოუცდელობა აღრიცხვიანობაში
დაუბალანსებელი  ან არასაკმარისი  მენეჯერული გამოცდილება 30 ცუდი საკრედიტო პრაქტიკა
ზედმეტად სწრაფი გაფართოება
სესხის აღების არაადეკვატური პრაქტიკა
გამოცდილების ნაკლებობა საქონლისა და მომსახურების მართვაში 11 ინვენტარის არაგონივრულად მართვა
მომწოდებელთან ურთიერთობის არცოდნა
არაგონივრულად გახარჯული სარეკლამო ბიუჯეტი
ბიზნესის მმართველის ან მმართველთა გუნდის მიერ დაშვებული ძირითადი შეცდომები
  • ბიზნესის დაწყება გაუაზრებლად
  • მეგობრებისგან ან ოჯახისგან მიღებული მცდარი რჩევის გათვალისწინება
  • არასწორ დროს არასწორ ადგილას ყოფნა
  • მეწარმის გადაღლა, დროის მოთხოვნების არასწორად შეფასება
  • ოჯახის ზეწოლა დროსთან ან ფულთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე
  • ზედმეტი სიამაყე, ამპარტავნება
  • ბაზრის არასაკმარისად ცოდნა
  • მეწარმის ინტერესის შემცირება პროდუქტისადმი/ბიზნესისადმი
  • ფინანსური უპასუხისმგებლობა და ფინანსური ცოდნის ნაკლებობა
  • ნათელი ფოკუსის არარსებობა
  • დაუბალანსებელი ოპტიმისტური/რეალისტური/პესიმისტური მიდგომები

რეგისტრირებული და აქტიური ორგანიზაციების რაოდენობები საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის 1-ლ სექტემბერს საქართველოში რეგისტრირებული იყო 664,057 სუბიექტი, აქედან მოქმედი იყო 173,629 სუბიექტი (26.15 %).

საქმიანობის სახე სუბიექტთა რაოდენობა აქტიური %
სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა 6,464 1,582 24.47
თევზჭერა, მეთევზეობა 382 121 31.68
სამთომოპოვებითი მრეწველობა 1,389 631 45.43
დამამუშავებელი მრეწველობა 29,818 12,247 41.07
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 474 142 29.96
მშენებლობა 16,397 6,603 40.27
ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 131,653 61,868 46.99
სასტუმროები და რესტორნები 12,693 5,880 46.32
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 18,385 9,057 49.26
საფინანსო საქმიანობა 3,714 1,849 49.78
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 25,927 13,432 51.81
სახელმწიფო მმართველობა 1,785 419 23.47
განათლება 6,554 4,211 64.25
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება 5,491 2,971 54.11
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა 19,249 5,384 27.97
საქმიანობა უცნობია 383,682 47,232 12.31
სულ 664,057 173,629 26.15

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება