შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

რეიტინგი: Heritage Foundation – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს მთავრობა კერძო პირებისა და ბიზნესის ეკონომიკურ თავისუფლებას. ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში მთავრობა ხელს უწყობს შრომას, კაპიტალსა თუ საქონელს თავისუფლად მოძრაობასა და განვითარებაში. ინდექსი დგება 4 კომპონენტის (და 10 ქვეკომპონენტის) ანალიზის საფუძველზე. ესენია:

  • კანონის უზენაესობა(საკუთრების უფლება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, მთავრობის სამართლიანობა)
  • მთავრობის მოცულობა(გადასახადო ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ფისკალური სიჯანსაღე)
  • რეგულაციების ეფექტიანობა(ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება. მონეტარული თავისუფლება)
  • ღია ბაზარი (ვაჭრობის თავისუფლება)

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა 76.0 ქულით (2016 წელს ქვეყანას 23-ე ადგილი ეკავა, 2006 წელს კი – 54-ე). ყველაზე მაღალი შეფასება (93.5 ქულა) საქართველომ ”ფისკალურ სიჯანსაღეში” მიიღო, ყველაზე დაბალი (55.1 ქულა) – ”საკუთრების უფლებაში”.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ჰონგ-კონგი (89.8 ქულა), ხოლო ბოლო – 180-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეა იმყოფება (4.6 ქულა).

ქართულ ენაზე რეიტინგის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება