კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

15 რჩევა მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ყველა ადამიანი ბრწყინვალე მეხსიერებით არ იბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. არსებობს მთელი რიგი მარტივი ხერხები, რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ მეხსიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ ადამიანების 80 % რამდენიმე დღეში ივიწყებს ახლად მიღებულ ინფორმაციას. მთავარი დაბრკოლება მეხსიერების შენარჩუნებისთვის არაკონცენტრირებულობა და მრავალ ამოცანაზე ერთდროულად ფიქრია. იმისათვის, რომ შეინახოთ გონებაში კონკრეტული ინფორმაცია, საჭიროა მთელი თქვენი ყურადღების მასზე ფოკუსირება. შეგიძლიათ დაიხმაროთ გამოცდილი ხერხები ინფორმაციის ჩაწერიდან დაწყებული მასთან ემოციური კავშირის დამყარებით დამთავრებული.

1. აქციეთ სიტყვები სურათებად

ჩვენი გონება ვიზუალურ მოგონებებს სიტყვებთან შედარებით განსხვავებულად შიფრავს. მისთვის გაცილებით მარტივია ვიზუალური ინფორმაციის დამახსოვრება. ამიტომ, ეცადეთ დააკავშიროთ სიტყვები სურათებს.

2. გაიხსენეთ, სანამ დაივიწყებდეთ

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადამიანები ახალი ინფორმაციის 80 %-ს რამდენიმე დღეში ივიწყებენ. გაიხსენეთ შეძენილი ინფორმაცია მეორე დღეს და ამის შემდეგაც ხშირ-ხშირად დაუბრუნდით მას.

3. მოახდინეთ კონცენტრირება

მთელი თქვენი ყურადღება მიმართეთ მიზნისკენ. ერთდროულად მრავალ ამოცანაზე ფიქრის დროს 3-ჯერ მეტი შეცდომა მოგდით, ვიდრე ერთ საკითხზე ფოკუსირებისას.

4. ისწავლეთ, როგორ შეისწავლოთ

სხვადასხვა პიროვნება განსხვავებული შესწავლის მეთოდებით ხელმძღვანელობს, იქნება ეს ვიზუალური, მგრძნობელობითი (ლაბორატორიაში მუშაობით ან კონკრეტული როლის შესრულებით შესწავლა), აუდიტორული (მოსმენით შესწავლა) თუ კინესტეტიური (ფიზიკური აქტივობით შესწავლა). ცდების საფუძველზე, როდესაც მოსწავლეებს მათთვის ხელსაყრელი მეთოდით ასწავლიდნენ, ტესტებში მიღებული შეფასებები 50 %-ით გაიზარდა.

5. გააერთიანეთ თქვენი შეგრძნებები

შესწავლისას გამოიყენთ აუდიტორული, ვიზუალური, კინესტეტიური და მგრძნობელობითი ტექნიკების კომბინაცია. ეს დაგეხმარებათ გაზარდოთ მეხსიერება 10 %-ით.

6. დაამყარეთ ემოციური კავშირი

თემასთან ემოციური კავშირის დამყარებით 2-ჯერ მეტ ინფორმაციას დაიმახსოვრებთ.

7. გამოიყენეთ ინფორმაციის მატარებელი ფურცლები

ფურცლები, რომლებზედაც გამოსახულია სიტყვები, რიცხვები, ფიგურები შეგიძლიათ დაიხმაროთ აქტიური მეხსიერების გავარჯიშებისთვის. ვაშინგტონის წმინდა ლუისის სახელობის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად ამ ფურცლების გამოყენება 50%-ით აძლიერებს მეხსიერებას.

8. ჩაიწერეთ

ფურცლისა და კალმის საშუალებით გააკეთეთ პატარა ჩანაწერები. ეს გაცილებით ეფექტურია კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფასთან შედარებით.

9. გაიმეორეთ სიტყვიერად

თუ ცდილობთ დაიმახსოვროთ ჩამონათვალი, მისი ხმამაღლა გამეორებით თქვენ უბიძგებთ ტვინს გააერთიანოს საკუთარი ფუნქციები.

10. დაიხმარეთ ყნოსვა

დაუკავშირეთ ინფორმაცია სუნს, რათა გამოიხმოთ ამ ასოციაციით გამოწვეული მოგონება. თქვენი ამიგდალა (ტვინის უბანი, რომელიც ყნოსვის ფუნქციას მართავს) პირდაპირაა დაკავშირებული ჰიპოკამპუსთან (ტვინის უბანი, რომელსაც მეხსიერების ფუნქცია აბარია).

11. დაუკავშირეთ ინფორმაციას იდეები

დეივ ბეიკერის (Baker – ინგლისური გვარი, რომელიც მცხობელს ნიშნავს) დასამახსოვრებლად შეგიძლიათ დეივს მცხობელის ასოციაცია მიაბათ.

12. გამოიყენეთ რითმა

რითმებით აზროვნება გონებაში ინფორმაციის გამოხმობაზე „შორთქათივით“ (სწრაფი გამოძახება) მოქმედებს. მაგ: გზა, მთა, ტბა, რვა.

13. შეისვენეთ

ედინბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების თანახმად 10-წუთიანი შესვენება შეგინარჩუნებთ 20%-ით მეტ ინფორმაციას, ვიდრე შეუსვენებლად მუშაობა.

14. დაყავით ინფორმაცია

ინფორმაციის დანაწილება გრძელი, უწყვეტი ინფორმაციის ჯაჭვის დამახსოვრებასთან შედარებით გაცილებით ამარტივებს შესწავლის პროცესს. ადამიანთა უმეტესობას მოკლევადიანი მეხსიერებით შეუძლია დაიმახსოვროს ინფორმაციის დაახლოებით 7 ნაწილი. ინფორმაციის ნაწილის ყველაზე ზოგადი მაგალითია ტელეფონის ნომერი.

15. ეწვიეთ მეხსიერების ოთახს

შექმენით თქვენს ტვინში ერთგვარი ოთახი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთახში განათავსებთ ყველა თქვენს ცნობას თუ ინფორმაციულ გამოსახულებას. მოგვიანებით ეწვიეთ-ხოლმე მას. ეს მეთოდი ეხმარება ინფორმაციის დაკავშირებას თქვენს სივრცით მეხსიერებასთან.

***

სტატიის წყაროა entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება