ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი რძისა და რძის პროდუქტებისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის – ცხრილიდან ჩანს, თუ რამხელაა ადგილობრივი წარმოებით იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი ან/და პროდუქტის საექსპორტოდ გაყიდვების პოტენციალი.
| მაჩვენებლები | 2017 |
| რესურსები (ათასი ტონა) | |
| მარაგი წლის დასაწყისში | 16 |
| ადგილობრივი წარმოება | 528 |
| იმპორტი | 121 |
| სულ რესურსები | 665 |
| გამოყენება (ათასი ტონა) | |
| პირუტყვის საკვებად | 11 |
| სასურსათო მოხმარება | 627 |
| დანაკარგები | 7 |
| ექსპორტი | 4 |
| მარაგი წლის ბოლოს | 16 |
| მთლიანი გამოყენება (მარაგის ჩათვლით) | 665 |
| თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, % | 82 |
ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები რძისა და რძის პროდუქტებისთვის 2014-2016 წლებში.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის