საქართველოში 2017 წელს 7,554,936 ტურისტი შემოვიდა (ეს 19 %-ით, 1,194,433 ადამიანით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთიდან (1,718,016), აზერბაიჯანიდან (1,694,998), რუსეთიდან (1,392,610) და თურქეთიდან (1,246,745) გვესტუმრა – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (6,052,369 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 80 % შეადგინა.
TOP 15 ქვეყანა
ტურისტების რაოდენობით პირველი 15 ქვეყანა შემდეგია:
| ქვეყანა | 2016 | 2017 | ცვლილება % |
| სომხეთი | 1,496,437 | 1,718,016 | 14.8 |
| აზერბაიჯანი | 1,523,703 | 1,694,998 | 11.2 |
| რუსეთი | 1,038,750 | 1,392,610 | 34.1 |
| თურქეთი | 1,256,561 | 1,246,745 | -0.8 |
| ირანი | 147,937 | 322,938 | 118.3 |
| უკრაინა | 174,858 | 193,002 | 10.4 |
| ისრაელი | 92,215 | 125,319 | 35.9 |
| ინდოეთი | 36,410 | 59,732 | 64.1 |
| ყაზახეთი | 48,849 | 56,765 | 16.2 |
| საუდის არაბეთი | 21,257 | 56,247 | 164.6 |
| პოლონეთი | 44,436 | 52,284 | 17.7 |
| გერმანია | 40,915 | 51,445 | 25.7 |
| ბელარუსი | 37,110 | 47,984 | 29.3 |
| ა შ შ | 34,250 | 42,645 | 24.5 |
| გაერთიანებული სამეფო | 19,198 | 26,852 | 39.9 |
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით
პუერტო-რიკო, საფრანგეთის გვიანა, ვანუატუ, რეუნიონი – თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს 2 ადამიანი ეწვია.
ვიზიტის ტიპები
ტურისტების 46 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.
| ვიზიტის ტიპი | 2016 | 2017 |
| 24 საათი და მეტი | 2,720,970 | 3,478,932 |
| ტრანზიტი | 1,321,344 | 1,687,289 |
| ერთდღიანი ვიზიტი | 2,318,189 | 2,388,715 |
საზღვრის ტიპები
ტურისტთა 77.8 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.5 %-მა ისარგებლა.
| საზღვრის ტიპი | 2016 | 2017 |
| სახმელეთო | 5,182,780 | 5,880,354 |
| საჰაერო | 1,066,597 | 1,565,264 |
| სარკინიგზო | 60,389 | 73,385 |
| საზღვაო | 50,737 | 35,933 |
სასაზღვრო პუნქტები
სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია:
| საზღვარი | 2016 | 2017 |
| სადახლო | 1,164,810 | 1,349,403 |
| სარფი | 1,262,799 | 1,288,915 |
| აეროპორტი თბილისი | 845,874 | 1,247,605 |
| წითელი ხიდი | 1,164,495 | 1,230,726 |
| ყაზბეგი | 931,924 | 1,183,987 |
| ცოდნა | 198,558 | 224,163 |
| ნინოწმინდა | 193,544 | 214,227 |
| აეროპორტი ბათუმი | 129,718 | 208,845 |
| ვალე | 108,561 | 159,013 |
| აეროპორტი ქუთაისი | 91,005 | 108,814 |
| ვახტანგისი | 68,770 | 82,720 |
| კარწახი | 46,003 | 77,794 |
| გუგუთი | 42,494 | 68,516 |
| რკინიგზა გარდაბანი | 28,385 | 37,361 |
| რკინიგზა სადახლო | 32,004 | 36,024 |
| პორტი ფოთი | 25,786 | 18,373 |
| პორტი ბათუმი | 22,694 | 15,773 |
| პორტი ყულევი | 2,257 | 1,787 |
| სამთაწყარო | 499 | 498 |
| ახკერპი | 323 | 392 |
***
სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”
business.org.ge პორტალი მეწარმეებისთვის