შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

TED საუბრები: როგორ დავიმეგობროთ სტრესი

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით სტრესი ადამიანის მტერია. ის იწვევს უამრავი სახის ავადმყოფობას, გაციებით დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დამთავრებული. კვლევამ, რომელშიც 30,000 ადამიანი მონაწილეობდა და ტარდებოდა 8 წლის განმავლობაში, აღნიშნული მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კვლევის ფარგლებში მონაწილეებს უსვამდნენ 2 კითხვას: 1. რამდენად დიდი სტრესი გამოსცადეთ გასულ წელს? 2. გჯერათ რომ სტრესი აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას? კვლევის მონაწილეთა სიკვდილიანობის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებმაც გასულ წელს დიდი სტრესი გამოსცადეს და სჯეროდათ, რომ სტრესი აზიანებდა მათ ჯანმრთელობას, გარდაცვალების რისკი 43 %-ით ჰქონდათ გაზრდილი, მაშინ, როცა ადამიანებს, რომლებმაც ასევე დიდი სტრესი გამოიარეს, მაგრამ არ სჯეროდათ, რომ ამას ზიანის მიყენება შეეძლო მათი ჯანმრთელობისთვის, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იღუპებოდნენ არა სტრესის გამო, არამედ მათი რწმენის გამო, რომ სტრესი საზიანოა მათი სიცოცხლისთვის. მეორე მხრივ, რა მოხდება, თუ სტრესის სიმპტომებს, როგორიცაა გულისცემის გახშირება, ოფლიანობა და მღელვარება, შევხედავთ როგორც სხეულის ენერგიით შევსებას გამოწვევასთან გასამკლავებლად?

იხილეთ ფსიქოლოგი კელი მაკგონიგალის საინტერესო TED-საუბარი ადამიანის სტრესთან დამოკიდებულების ცვლილების საჭიროებაზე.

***

სტატიის წყარო TED.com 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება