შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სთრაუს ზელნიკი: რა სჭირდება დამწყებ მმართველს წარმატებისთვის

ZMC-ის თანადამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვიდეო თამაშების კომპანიის Take 2-ს აღმასრულებელი დირექტორი სთრაუს ზელნიკი გთავაზობთ რჩევებს ლიდერობის მოსაპოვებლად.

“5 წლის ასაკში მოულოდნელად გამოვაცხადე, რომ მინდოდა კინო სტუდიის ხელმძღვანელობა. გასაოცარია, მაგრამ 25 წლის შემდეგ – უნივერსიტეტის დამთავრებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ – მე ეს შევძელი. მე ჰოლივუდის უმსხვილესი დამოუკიდებელი კინო კომპანიის პრეზიდენტად დამასახელეს. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა და ვხვდებოდი, რომ ბევრ შეცდომას დავუშვებდი. თუმცა მადლიერი ვიყავი ამ შესაძლებლობისთვის, სწრაფად ვისწავლე და რაღაც-რაღაცეები სწორადაც გავაკეთე. ასე რომ, თუ ცხოვრებაში პირველად ლიდერის როლში აღმოჩნდით და არ იცით, რას უნდა ელოდოთ, სწორედ თქვენთვისაა შემდეგი რჩევები:

  • ისმინეთ. ეს შეიძლება მარტივად ჟღერდეს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის ან კამათის შემთხვევაში, ბრალდებების მოსმენაც მოგიწევთ. მაგრამ, როგორც მარკ ტვენმა თქვა, „უმჯობესია შეინარჩუნოთ დუმილი და სულელად ჩაგთვალონ, ვიდრე ისაუბროთ და გაფანტოთ ყველანაირი ეჭვი“. ასე რომ, მოუსმინეთ თქვენს ახალ კოლეგებს, თითოეულს ცალ-ცალკე. ისაუბრეთ იმდენად ცოტა, რამდენადაც შეგიძლიათ. თუ პირველი რამდენიმე კვირა “მხოლოდ მოუსმინე” რეჟიმზე ხართ, თქვენ დააგროვებთ კომპანიაზე გარკვეულ ცოდნას, ლიდერად გამოჩნდებით სხვების თვალში და საუკეთესო გზასაც დაინახავთ კომპანიის გასავითარებლად.
  • დატოვეთ თქვენი წინა სამსახური წარსულში. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ ახალ სამსახურში, მოგიწევთ იმ უნარების განვითარებაც, რომლებმაც აქამდე მოგიყვანათ. თუ წარმატებას მიაღწიეთ ანალიტიკაში, ნუ ეცდებით დარჩეთ იგივე ანალიტიკოსად. ახლა თქვენი მისიაა აიყვანოთ საუკეთესო ანალიტიკოსი საკუთარ გუნდში.
  • მიიღეთ პროფესიონალური დახმარება. გირჩევთ მხედველობაში მიიღოთ ისეთი პროფესიონალის დაქირავება, რომელიც მკაცრ სტანდარტულ ტესტს მოგცემთ თქვენი ლიდერობის დეფიციტის გამოსავლენად. დამიჯერეთ, შეიძლება ძალიან მაგარი ხართ, მაგრამ თქვენც გექნებათ მსგავსი ნაკლოვანებები. შეისწავლეთ რაში გამოიხატება თქვენი სისუსტეები და იფრთხილეთ მათთან – გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ტრენერთან ერთად პროგრესის მისაღწევად.
  • არასოდეს გაიშვიროთ თითი სხვისკენ. წარუმატებლობების შემთხვევაში – და დამიჯერეთ, ისინი იარსებებს – არასოდეს დაადანაშაულოთ სხვები. თქვენ ხართ ლიდერის პოზიციაში, ამიტომ პიროვნულად აიღეთ პასუხისმგებლობა მარცხზე. თუ ვინმე განმეორებად შეცდომებს უშვებს, სავარაუდოდ არასწორ სამსახურშია და ეს უნდა აღნიშნოთ. ერთადერთი გზა გარკვეული დროის განმავლობაში რეალური პროგრესის მისაღწევად არის თქვენი კოლეგებისთვის უფლების მიცემა გასწიონ გონივრული რისკები და ასევე მათი მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუ საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის. და როცა საქმე კარგად მიდის? როგორც რალფ ემერსონმა თქვა „ არ არსებობს შესრულებული სამუშაოს ლიმიტი, მანამ სანამ მნიშვნელობა არ აქვს ვის ეწერება ქულები“.“

***

სტატიის წყაროა: bestlifeonline.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება