სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2018, აპრილი – ივნისი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ანგარიში წარმოადგენს 2018 წლის II კვარტალში საქართველოში შიდა მოგზაურობის სტატისტიკურ მიმოხილვას. შიდა მოგზაურობა არის მოცემულ პერიოდში საქართველოს რეზიდენტების მოგზაურობა ჩვეული გარემოს გარეთ, რომლის განმავლობაშიც ისინი ახორციელებენ დანახარჯებს აქტივობებსა და განთავსების საშუალებებზე, რითაც წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში. გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს დასვენებისა და რეკრეაციის, ბიზნესის, მეგობრების და ნათესავების მონახულების მიზნებთან დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის განმავლობაში გაწეული ხარჯები.

ანგარიშში იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შიდა მოგზაურობის ვიზიტები, შიდა ვიზიტების ძირითადი მიზნები, რომელ ქალაქებს და რეგიონებს სტუმრობენ შიდა ვიზიტორები, რა ხანგრძლივობით მოგზაურობენ შიდა ვიზიტორები, რამდენს შეადგენს შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯები…

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში  “შიდა მოგზაურობა საქართველოში” 2018 წლის II კვარტლის მდგომარეობით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება