საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2016 წელს საქართველოში 158,173 აქტიური საწარმო მოქმედებდა, რომლებშიც 601,905 პირი იყო დასაქმებული. 2016 წელს შეიქმნა 31,980 ახალი საწარმო (აქედან 17,449 იყო ინდივიდუალური მეწარმე, 14,241 – შპს, 290 – სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო), ხოლო ბაზრიდან 22,344 საწარმო გავიდა (აქედან 14,882 იყო ინდივიდუალური მეწარმე, 7,331 – შპს, 131 – სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო).
შემდეგი ლინკიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საწარმოთა დაბადება და გარდაცვალება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით 2015-2016 წლებში.
მაჩვენებლები გაანგარიშებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრის საერთაშორისო სახელმძღვანელოს საფუძველზე.
***
სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.