შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სასარგებლო სერვისები: საზოგადოებრივი ცენტრი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტი ”საზოგადოებრივი ცენტრი” რეგიონებში მოსახლეობას 200-ზე მეტი სერვისს სთავაზობს:

  • პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, დაბადების რეგისტრაცია, ატესტატი, ბინადრობის ნებართვა…)
  • ქონების რეგისტრაცია (საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ, გირავნობის უფლების რეგისტრაცია…)
  • ბიზნესის რეგისტრაცია (საწარმოს რეგისტრაცია, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია, ამონაწერი ბიზნეს-სუბიექტის შესახებ…)
  • საარქივო დოკუმენტები
  • სოციალური მომსახურება

ეს საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მომსახურების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი ცენტრის ვებ-გვერდზე. ამავე გვერდზე ნახავთ საზოგადოებრივი ცენტრების მისამართებს.

გარდა აღნიშნული სერვისებისა, საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება