შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი: 2018, სექტემბერი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის” .

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.2 მლრდ აშშ დოლარი (45.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 107.4 პროცენტია. 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 195.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო – 145.8 მლნ აშშ დოლარით, ოპერაციული ცვლილებების გამო – 65.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის ცვლილებების გამო ვალი 10.9 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, სხვა ცვლილებების გამო ვალი 27.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მიმოხილვა იხილეთ სრულად აქ.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება