იმედია თქვენს სამეწარმეო საქმიანობაში პრობლემა არ შეგექმნებათ, თუმცა თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის შემთხვევაში დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს.
ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.
პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით; საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენით; საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.