სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

საპარტნიორო ფონდი: სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პროექტები

სს “საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

ფონდის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პროექტებია:

იმერეთი გრინერი

„საპარტნიორო ფონდისა“ და ჰოლანდიური კომპანია „Food Venture“-ის ერთობლივი პროექტი იმერეთში. მაღალტექნოლოგიური სათბური ბაზარზე ქართული ბოსტნეულის ერთ-ერთ მსხვილი მიმწოდებელია.

  • სასათბურე მეურნეობა – „იმერეთი გრინერი”
  • ადგილმდებარეობა: სამტრედიის რაიონი
  • საინვესტიციო მოცულობა: $ 4,6 მლნ
  • გახსნიხ თარიღი :ივნისი 2016
მთის ღორის გადარჩენის პროექტი

„საპარტნიორო ფონდისა“ და ესპანელი პარტნიორების ერთობლივი პროექტი, რომელიც ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ჰამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს. პროექტი შვიდი ეტაპისგან შედგება.

  • რაჭა. ღორების ფერმა
  • ინვესტიციის საერთო მოცულობა
  • 12 მლნ აშშ დოლარი
მოცვის პლანტაცია და გადამამუშავებელი საწარმო

„საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია ვანრიკის ერთობლივი პროექტი გურიაში. გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაციები და შეიქმნა პროდუქტის დახარისხება-შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. მოცვის მთლიანი მოსავლის 90 პროცენტი ექსპორტზე გადის. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6.7 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

  • ლურჯი მოცვის მოყვანა, დახარისხება, შეფუთვა და შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენელობა გურიაში
  • მთლიანი მოსავლის 90 % გადის ექსპორტზე (დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი)
  • სერთიფიკატები: ISO 9001, ISO 22000, GLOBAL G.A.P.
  • პროექტის ღირებულება: 6.7 მლნ. აშშ დოლარი
  • ფონდის თანამონაწილეობა: კაპიტალის 42 %
  • პარნტიორი: Vanrik (საქართველო)
მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობა  “კალანდა”

„საპარტნიორო ფონდისა“ და კომპანია „გეოფარმის“ ერთობლივი პროექტი ქვემო ქათლში. კომპლექსი აღჭურვილია ცნობილი კომპანია „Big Dutchman“-ის მიერ წარმოებული მანქანა-დანადგარებით.

  • მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობა
  • ადგილმდებარეობა: კოდა, ქვემო ქართლი
  • საინვესტიციო მოცულობა: $ 5 მლნ
  • გახსნის თარიღი: ივნისი, 2013  წელი

იხილეთ ვრცლად “საპარტნიორო ფონდის” შესახებ.

 

***

სტატია შექმნილია სს “საპარტნიორო ფონდის” მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება