კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსებული აგროსაწარმოები

აგროწარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის სახელმწიფო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილი ახალი საწარმოების და გაძლიერებული საწარმოების რუკა. რუკაზე დატანილია მხოლოდ 3 პროგრამის ბენეფიციართა მონაცემები (ეს პროგრამებია: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი (ჩანან მხოლოდ ინდივიდუალური მეწარმეები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, ფიზიკური პირი ბენეფიციარები (მათი რაოდენობა ათასობითაა) არაა რუკაზე დატანილი), გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი (პროექტი დასრულებულია) და პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” სოფლის მეურნეობის მიმართულება. გვერდის ზემოთა მარჯვენა მხარეს განთავსებულ ”საწარმოთა ძიება”-ზე თუ დააწკაპუნებთ, შეძლებთ ახალი საწარმოების და გაძლიერებული საწარმოების სიების ჩამოტვირთვას.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება