საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში წარმოადგენს 2018 წლის III კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მახასიათებლების მიმოხილვას. გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს დასვენების და ბიზნესის მიზნებთან დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის განმავლობაში გაწეული დანახარჯები.
ანგარიშში იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, საერთაშორისო ვიზიტების ძირითადი მიზნები, რომელ ქალაქებს და რეგიონებს სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები, რა ხანგრძლივობით მოგზაურობენ საერთაშორისო ვიზიტორები, ვისთან ერთად ხორციელდება საერთაშორისო ვიზიტები, რამდენს შეადგენს საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებული დანახარჯები…
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში “საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში” 2018 წლის III კვარტლის მდგომარეობით შეგიძლიათ იხილოთ აქ.
***
სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”